სპორტი
მინდია ენდელაძემ პირველი ადგილი დაიკავა
ახალციხელი მძლეოსანი მინდია ენდელაძე კიდევ ერთი საპრიზო ადგილის მფლობელია. ახალგაზრდა სპორტსმენმა აზერბაიჯანში, მძლეოსნობაში გამართულ შეჯიბრში 1-ლი ადგილი დაიკავა. შეჯიბრი 200 მეტრ დისტანციაზე სირბილში ჩატარდა.

საქართველოს ჩემპიონმა 2021 წელს ევროპის გუნდურ ჩემპიონატზეც იასპარეზა და 200 მეტრ დისტანციაზე გარბენში ოქროს მედალი მოიპოვა.

გასულ წელს კი მინდია ენდელაძე მ- 100მ, 200 მ. და 400 მ. დისტანციებზე რბენაში სამი ოქროს მედალი ერთდროულად მოიპოვა.
| Print |