სპორტი
"ძალიან მიხარია, რომ საქართველოს დროშა ევროპაში ავაფრიალე" - სედრაკ კარაპეტიანი

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში მცხოვრები მსოფლიო ჩემპიონი, სედრაკ კარაპეტიანი მორიგი გამარჯვების შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. თანასოფლელები საზეიმოდ დახვდნენ და ჩემპიონობა მიულოცეს.

სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონობა 30 ოქტომბერს ლიეტუვაში მოიპოვა. მან ფინალში ლიეტუველი კრისტუპას კანცლაუსკასი დაამარცხა.
| Print |