სპორტი
ადიგენელმა ძიუდოისტებმა 2023 წელი 7 ოქროს მედლით დაასრულეს
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის ძიუდოს კლუბის სპორტსმენებისთვის 2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა.

ძიუდოისტებმა ჯამში 34 მედალი მოიპოვეს, აქედან 7 ოქრო, 15 ვერცხლი და 12 ბრინჯაოს მედალი.

სპორტსმენებიდან საუკეთესო შედეგები სამ გოგონას ჰქონდა.

მარიამ თუმანიშვილი საქართველოს ჩემპიონი გახდა და შემდეგ რიგაში გამართულ ევროპის თასზე ვერცხლის მედალიც მოიპოვა 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში, კადეტებში.

სოფიო გიუნაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატზე, კადეტებში.

ნინო აბაშიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატზე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის.
სპორტსმენების 2023 წლის მიღწევათა ჩამონათვალი კი ასეთია:

  • მარიამ თუმანიშვილი- 4 ოქრო და 5 ვერცხლი.
  • ნინო აბაშიძე- 1 ბრინჯაო.
  • სოფო გიუნაშვილი- 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
  • სალომე მერაბიშვილი- 3 ოქრო,1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
  • ბარბარე ხეჩაშვილი - 1 ვერცხლი.
  • ეთუნა აღლემაშვილი- 1 ბრინჯაო.
  • სალომე მაისურაძე - 1 ვერცხლი.
  • ლიკა ბალახაშვილი- 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.
  • მარიამ ჩილინგარაშვილი- 2 ბრინჯაო.
  • იაგო ხარაიშვილი-2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
  • ვაკო ადეიშვილი- 2 ვერცხლი.

სპორტსმენების მწვრთნელების, თამარი ჩანტლაძის და ნოდარ ანდღულაძის განცხადებით, გუნდს 2024 წელს უფრო მეტი წარმატება აქვს დაგეგმილი.

"2024 წლის 11 იანვარს ტარდება საქართველოს ჩემპიონატზე დასაყენებელი სალიცენზიო შეჯიბრი კადეტებში, ვაჟებში, სადაც ჩვენი სამი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. 22 იანვარს საქართველოს ჩემპიონატი ტარდება ასევე გოგონებში, კადეტები, სადაც ჩვენი სამი მისწავლე გოგონა იასპარეზებს. მთელი წლის განმავლობაში კი სხვადასხვა ასაკობრივ შეჯიბრებებში მივიღებთ მონაწილეობას."
- აცხადებენ ჩვენთან საუბრისას.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის ძიუდოს დარბაზში 35 ბავშვი ვარჯიშობს, რომლებიც ადიგენის სპირტული სკოლის სახელით ასპარეზობენ სხვადასხვა შეჯიბრებაზე.
| Print |
თეგები: ადიგენი / ძიუდო /