ამინდი
წვიმა და ტემპერატურის კლება - მოსალოდნელი ამინდი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან, შესაძლოა, სეტყვაც აღინიშნოს.

30 აპრილსა და 1-ლ მაისს ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +27 და +26 გრადუსს, ღამით კი +8 და +10 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლული, მაგრამ თბილი ამინდია ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +26 და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 და +11 გრადუსს ვარაუდობენ.

მზიანი და უნალექო ამინდია დღისით ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +27 და +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 და +11 გრადუსი იქნება ნალექთან ერთად. უნალექო ამინდია ადიგენშიც, დღისით +26 და +22 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +13 და +14 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +24 და +21 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +6 და +7 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით +22 და +19 გრადუსს, ხოლო ღამით +7 და +8 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზე მოღრუბლული ამინდია ნავარაუდევი. აბასთუმანში, უმეტესად წვიმს. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +24 და +21 გრადუსია, ხოლო ღამით +11 და +10 გრადუსი იქნება. წვიმა და ელჭექია ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +18 და +17 და ღამით +7 და +6 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც მოღრუბლულ და თბილი ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 და +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 და +15 გრადუსი იქნება.

2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
| Print |