სპორტი
მაგიდის ჩოგბურთში რეგიონული ტურნირის გამარჯვებულები გამოვლენილია
მაგიდის ჩოგბურთში რეგიონული ტურნირის გამარჯვებულები გამოვლენილია. გოგონებში პირველი ადგილი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის სკოლის გუნდმა დაიკავა, ხოლო ვაჟებში ახალქალაქის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.

ჩემპიონატში მონაწილეობა სკოლის გუნდებმა სამცხე–ჯავახეთის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან მიიღეს. გუნდები 2000 და 2003 წლებში დაბადებული მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული.

სკოლებს შორის ტურნირი მაგითის ჩოგბურთში, სპორტისა და განათლების სამინისტროების ეგიდით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ტარდებას. ჩემპიონატი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, ტურნირს ორგანიზებას ახალციხის მერია უწევს.


| Print |