სპორტი
ახალციხელი მძლეოსნების წარმატებული ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზე
მალტაში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, საქართველომ საპრიოზო ადგილი დაიკავა. 25–კაციან ეროვნულ ნაკრებში, ახალციხელი ორი მძლეოსანი იყო. ანთრანიკ მარტინიანმა და მინდია ენდელაძემ რამდენიმე დისტანციაზე ირბინეს. საბოლოო შედეგის მიხედვით, მალტაში გამართულ ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა.

მინდია ენდელაძემ 400 მეტრ დისტანციაზე სირბილში პირველი ადგილი აიღო. ამ გამარჯვებით მან 20–წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც იტალიაში, ივლისის თვეში გაიმართება და მასში 50 ქვეყნის მძლეოსანი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს სახელით, სირბილში მხოლოდ მინდია ენდელაძე იასპარეზებს.

| Print |