ახალციხელი მძლეოსნების წარმატებული ასპარეზობა ეროვნულ ჩემპიონატზე
ახალციხელი მძლეოსნები საქართველოს ზამთრის ეროვნული ჩემპიონატიდან რამდენიმე პირველი ადგილით დაბრუნდნენ.
8 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო - ეს მესხი სპორტსმენების შედეგია. რვიდან სამი ოქროს მედალი სხვადასხვა დისტანციაზე სირბილისას, მინდია ენდელაძემ აიღო.
ღია ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოსა და სომხეთის 300-მდე მძლეოსანი მონაწილეობდა. მასში ახალციხის სახელით 10–მა მონაწილემ იასპარეზა.
"ჩვენი მძლეოსნებისგან ამ შედეგს ველოდი. ახალციხელი სპორტსმენები უმაღლეს კატეგორიაში ასპარეზობენ. მძლეოსნობაში ორი ძირითადი შეჯიბრებაა – ზამთრის და ზაფხულის ეროვნული ჩემპიონატი", – განაცხადა ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის პრეზიდენტმა ზიგმუნდ ზილბერშტეინმა.
ახალციხელი მძლეოსნები საქართველოს ზაფხულის ეროვნული ჩემპიონატისთვის ემზადებიან, სადაც ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები შეირჩევიან.