ამინდი
მინუს 15 გრადუსი ყინვა და მზე - მოსალოდნელი ამინდი სამცხე-ჯავახეთში
სინოპტიკოსების პროგნოზით, სამცხე-ჯავახეთში ღამით ყინვა, ხოლო დღისით უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

27 და 28 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +9 გრადუსს, ღამით კი მინუს 5 და მინუს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით +8 და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 10 და მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ.

ასპინძაში ტემპერატურა დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი ტემპერატურა მინუს 6 და მინუს 5 გრადუსამდე დაეცემა. ადიგენშიც დღისით +4 და +6, ხოლო ღამით მინუს 12 და მინუს 10 გრადუსია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +3 და +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 13 და მინუს 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 13 და მინუს 12 გრადუსს ვარაუდობენ.

რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +3 და +5 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 6 გრადუსი ყინვა იქნება. ბაკურიანშიც ტემპერატურა დღისით +2 და ღამით მინუს 13 და მინუს 15 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +4 და +5 გრადუსამდე გათბება, ღამით მინუს 3 და მინუს 4 გრადუსი იქნება.
| Print |