საზოგადოება
ახალციხის ტბაზე თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება
2017 წლიდან ა(ა)იპ–ი „ახალციხის ტბა“–ზე თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება – ამის შესახებ მედიასთან განცხადება ახალციხის მერმა გააკეთა.

2017 წლიდან ა(ა)იპ–ი „ახალციხის ტბა“–ზე თანამშრომლების რაოდენობა შემცირდება – ამის შესახებ მედიასთან განცხადება ახალციხის მერმა გააკეთა.

ვლადიმერ ზედგინიძის თქმით, იანვარში აქ დასაქმებულ პირებს ხელშეკრულების ვადა ეწურებათ, რის შემდეგაც მათ ნაწილს სამსახურის დატოვება მოუწევს. მისივე ვარაუდით, საშტატო ერთეულის შემცირება  12–მდეა შესაძლებელი. დარჩენილ თანამშრომლებს  სხვა ფუნქციების შესრულებაც მოუწევთ.

გამოთავისუფლებული თანხებით, ახალციხის მერი ტბის ა(ა)იპ–ისთვის ადმინისტრაციული შენობის აგებას აპირებს. ვლადიმეს ზედგინიძეს გეგმები აქვს ა(ა)იპ–ის განვითარებასთან დაკავშირებით, რაც მისი აზრით, 2016 წლისგან განსხვავებით, შემოსავლებს გაზრდის.

2017 წელს, ახალციხის ტბას მერია 110 000 ლარით დააფინანსებს. სუბსიდია ა(ა)იპ–ს  24 100 ლარით შეუმცირდა.

ამ დროისათვის ახალციხის ტბაზე 18 ადამიანია დასაქმებული.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.

 


| Print |