ახალციხის მერია ხუთ პოზიციაზე კონკურსს გამოაცხადებს
ქალაქ ახალციხს მერია საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსანტები განაცხადებს სასურველ ხუთ ვაკანტურ პოზიციაზე წარადგენენ. 

ქალაქ ახალციხს მერია საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. კონკურსანტები განაცხადებს სასურველ ხუთ ვაკანტურ პოზიციაზე წარადგენენ. 

meria-2.jpg

ახალციხის მერის განმარტებით, კონკურსით ძირითადად, სამსახურების სპეციალისტებს შეარჩევენ. ვლადიმერ ზედგინიძე აღნიშნავს, რომ ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნა სამუშაო გამოცდილება იქნება. პრიორიტეტი შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტებს მიენიჭებათ.

კონკურსი ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. კონკრეტულად, რომელი პოზიციებია ვაკანტური, ეს ცნობილი ინფორმაციის საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე ატვირთვის შემდეგ გახდება.

კონკურსის წესით შესარჩევი თანამდებობის პირების გარდა, დასანიშნია ორი სამსახურის უფროსი. ეკონომიკური განვითარების,  მუნიციპალური ქონების მართვისა და შესყიდვის სამსახურის ხელმძღვანლის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. უფროსის თანამდებობას ამავე სამსახურის წარმომადგენელი დაიკავებს.  რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, მის შესარჩევად ახალციხის მერი უკვე მუშაობს.

ვლადიმერ ზედგინიძის თქმით, გადასაწყვეტია მერის მოადგილის  დანიშვნის საკითხიც. ზაზა გელაძის გათავისუფლების შემდეგ აღნიშნული პოზიცია ამ დრომდე ვაკანტურია.

საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ახალციხის მოქმედი მერია. მისი დანიშვნის შესახებ საკითხს კენჭი დეპუტატებმა, დღეს, 22 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე უყარეს.

თიკო კურტანიძე

| Print |