situs toto slot
თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი დასრულდა
რეგიონი
თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროექტი დასრულდა

 

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" დასრულდა. პროექტის დახურვის ცერემონია სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის წევრები, პარტნიორი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე World Vision საქართველომ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების ანგარიში წარადგინა. განიხილეს მიღწეული შედეგები, განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და გააცნეს თანამშრომლობის ეფექტური პლატფორმები, რომლის განვითარებაც პროექტის განხორციელებისას მოხდა.

პროექტი "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის" ორი წლის განმავლობაში საქართველოს ექვსი რეგიონის 13 მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდა. იგი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობას ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.

პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტში ამოქმედდა მრჩეველთა საბჭოს ინსტიტუტი, გადამზადდა 40-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი, სხვადასხვა სახის მხარდამჭერი ღონიძიებები ჩატარდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ისე ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის, შეიქმნა ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმა. პროექტს ახორციელებდა World Vision Georgia, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია/GASW.

ამავე შეხვედრაზე გაიმართა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ახალი პროექტის „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის“ პრეზენტაციაც, რომელიც გააგრძელებს სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერასა და გაძლიერებას ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის განვითარებისა და ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებების ჩამოყალიბების მიმართულებით.

 

| Print |