„ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა
19:27 / 28.07.2020
28 ივლისს, სოფელ ვალეში, კონკურსის „ეს ქვეყანა შენიას“ გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა.
სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ნომინაციაში სამცხე-ჯავახეთის გამარჯვებული გახდა ვალეს N2 საჯარო სკოლის გუნდი.
პანდემიის დროს მოსწავლეებმა შექმნეს ბლოგი-დღიური, სადაც არის ავტორების თვალით დანახული 10 სასარგებლო რჩევა თემაზე: „როგორ უნდა გავატაროთ კარანტინის პერიოდი“. კონკურსის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადოების გაზრდა.
კონკურსი „ეს ქვეყანა შენია“მთელი ქვეყნის მაშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა უფროსკლასელთა 150-მდე გუნდმა მიიღო.
გამარჯვებული გუნდი პედაგოგებისა და საზოგადოებრივი წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა შეხვედრას ცნობილი მწერლები და ტელე-წამყვანები: ნენე კვინიკაძე,ტორესა მოსი და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე ესწრებოდნენ.