რეგიონი
ერევანში პოლიციამ საპროტესტო აქციის 53 მონაწილე დააკავა
სომხეთის პოლიციამ დილით ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე53 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სომხეთის დედაქალაქში დილიდან დაუმორჩილებლობის აქცია მიმდინარეობს, რომელიც მანამდე ოპოზიციამ დააანონსა.

აქციის მონაწილეები ერევნის ქუჩებს დილიდან კეტავენ და ქალაქში სატრანსპორტო კავშირების პარალიზებას ცდილობენ.

დემონსტრანტები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მათსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა.
| Print |