Error
ახალი ამბები
ახალციხეში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგორები გაიხსნა

ახალციხეში სამოქალაქო-საზოგადოებრივი ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" ოფისი დღეს, 24 იანვარს გაიხსნა.


ორგანიზაციის მიზანი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და მათი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პროცესში ჩართვაა.

სამოქალაო-საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების შედეგად, რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა აქტიურად ჩაერთოს სამცხე-ჯავახეთში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და მას საქართველოს მწვანეთა მოძარაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, სითი ინსტიტუტი საქართველო, სამეცნიერი-ინტელექტუალური კლუბი ,,თაობათა დიალოგი" და საზოგადოებრივი დამცველი ახორციელებენ.

 


| Print |