სხვადასხვა
ბორჯომში, ხიდიდან ქალი გადახტა
ბორჯომში, სილამაზის ხიდიდან მოქალაქე მდინარე მტკვარში გადახტა. შემთხვევა დღეს, 23 დეკემბერს, დაახლოებით 9:00 საათზე მოხდა.



ქალმა სავარაუდოდ, ხიდზე სკამი მიიტანა, მასზე შედგა და წყალში გადახტა. უცნობია მისი ვინაობა. სამაშველო სამსახური სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე ახორციელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო ტელეკომპანია ,,ბორჯომი”

| Print |