COVID19
ახალციხის ბაზარი 15 000 ლარით დაჯარიმდა
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, ახალციხის ბაზარი დააჯარიმეს. საპატრულო პოლიციამ ,,ალფა მარკეტი" საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა, რის შემდეგაც ოქმი ორგანიზაციის დირექტორს ჩაბარდა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.
ახალციხის ბაზარში, დღეს საკვირაო ტრადიციული ვაჭრობა გაიმართა, სადაც 10 პირზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
გააზიარეთ :