საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 18 663-ს შეადგენს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 8 338-ია.
კარანტინის რეჟიმში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა და დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით საკარანტინე სივრცეებში 6 407 მოქალაქეა გადანაწილებული, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 420-ს შეადგენს.
ქვეყანაში კორონავირუსით 143 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.