situs toto slot
როგორ შეცვალა რეგიონის ცხოვრება უცხოურმა დახმარებამ - მეცხრე არხი
SSSS

საზოგადოება
როგორ შეცვალა რეგიონის ცხოვრება უცხოურმა დახმარებამ
სტუდენტები, ფერმერები, შშმ პირები, დასაქმების მსურველები - ყველა მათგანი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხოური ორგანიზაციებიდან იღებს. დონორები თითქმის, ყველა სფეროში ეხმარებიან საქართველოს მოსახლეობას. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ მათი ფინანსური დახმარების წყალობით იქმნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები.

ახალციხელი მარიამ ბოჩიკაშვილი უნგრეთში ცხოვრებისა და მუშაობის გამოცდილებას ახლა სხვა თანაქალაქელებს უზიარებს. 19 წლის სტუდენტი ბუდაპეშტში მოხალისედ გაცვლითი პროგრამით, ორ ახალციხელ ახალგაზრდასთან ერთად იმყოფებოდა. ორი თვის განმავლობაში სტუდენტები ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდნენ, წერდნენ პროექტებს და აწყობდნენ პრეზენტაციებს.

რომ არა ევროპის სოლიდარობის კორპუსის ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროგრამა, ახალციხელ სტუდენტებს ევროპაში გამგზავრება და ცხოვრება საკუთარი ხარჯებით გაუჭირდებოდათ. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს, მისი მიზანია მოხალისეობის გზით ხელი შეუწყოს სოლიდარობას, როგორც ღირებულებას, გააძლიეროს ახალგაზრდებისა და ორგანიზაციების ჩართულობა სოლიდარობის აქტივობებში. ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ საქმიანობაში, გაიუმჯობესონ საგანმანათლებლო, სოციალური, სამოქალაქო, კულტურული და პროფესიული განვითარების უნარები და კომპეტენციები.

მარიამის თქმით, პროგრამამ შექმნა თანასწორობის განცდა, რომ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად, ყველას შეუძლია საზღვარგარეთ სწავლა.

„ამ პროგრამამ საკუთარი თავის რწმენა მომცა, უფრო თავდაჯერებული გავხდი. ვისწავლე, როგორ უნდა გადაჭრა პრობლემები, პატარ-პატარა გამოწვევები, რაც თან ახლავს მარტო ცხოვრებას, მით უმეტეს, საზღვარგარეთ, როცა ხარ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად“, - გვიყვება მარიამი.

მარიამ ბოჩიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. არაფორმალური განათლების საჭიროება ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში დაინახა და საზოგადოებრივ ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირში“ მივიდა. მუდმივად ესწრებოდა სემინარებს, ხვდებოდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, შემდეგ კი თავად ატარებდა ტრენინგებს. ორგანიზაციასთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს.

„სკოლა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რომ განავითაროს მოსწავლე, მაგრამ გარდა ამისა, დამატებით საშუალებები და შანსები არის საჭირო ყველა ახალგაზრდისთვის, რათა მათი მსოფლმხედველობა და მომავალი სხვა კუთხითაც განვითარდეს. როცა ძიება დავიწყე არაფორმალური განათლების კუთხით მომუშავე ორგანიზაციების შესახებ, პირველი იყო „დემოკრატ მესხთა კავშირი“, რომელიც ხშირად მესმოდა ჩემი თანატოლებისგან, უფროსი მეგობრებისგან და ნათესავებისგან. რომ არ ყოფილიყო ეს ორგანიზაცია, მგონია, რომ მე ასეთი თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ადამიანი არ ვიქნებოდი, ვერ მექნებოდა კავშირი ამდენ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. გავხდი კიდევ უფრო დამოუკიდებელი, ბევრი რამ გადავაფასე", - ამბობს მარიამი.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დახმარებით, პირუტყვის მოვლისა და მიწის დამუშავების ტრადიციული მეთოდები თანამედროვე მიდგომებით ჩაანაცვლა თამაზ შავაძემ. ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში ბევრი საკითხის ხელახლა შესწავლა მოუწია, რამაც მისი საქმიანობა ტრადიციული ფერმერობიდან ბიზნესად აქცია.

თამაზ შავაძე ასპინძის სოფელ რუსთავში ცხოვრობს, მისი ფერმა რძეს და ხორცს აწარმოებს. ამჟამად 36 სული საქონელი ჰყავს, 14 ძროხას წველის, რაც დღეში საშუალოდ, 100 ლიტრი რძეა. პროდუქტს გადამამუშავებელ ქარხანას აბარებს. მესაქონლეობას, როგორც შემოსავლის მთავარ წყაროს იქამდე არ თვლიდა, სანამ 2012 წელს „საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრ კავკასიასთან“ თანამშრომლობა არ დაიწყო.

„საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრი კავკასიამ“ ჩვენს სოფელში, ფერმებში სარწყულებლების მოწყობა დაიწყო. პირველ ეტაპზე რამდენიმე ფერმერთან გააკეთეს, მე არ ვთანამშრომლობდი. თუმცა რომ შევხედე კარგ საქმეს აკეთებდნენ, მეც მათ გვერდით დავდექი“, - გვიყვება თამაზ შავაძე.

მოგვიანებით საფრანგეთის ფერმერთა ასოციაციის რეკომენდაციით რამდენიმე ადგილობრივმა, აქტიურმა ფერმერმა გადაწყვიტა შეექმნათ ისეთი ორგანიზაცია, სადაც მათსავე პრობლემებზე ხმამაღლა ისაუბრებდნენ და მოგვარების გზების გამოძებნას ეცდებოდნენ. ასე შეიქმნა ფერმერთა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც 2015 წელს ოფიციალური სახე მისცეს და „სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაცია „ერთობა“ ჩამოაყალიბეს. მისი ხელმძღვანელი თამაზ შავაძეა.

„ჩვენი ასოციაცია ხმამაღლა საუბრობს ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ფერმერებს აქვთ და მოსაგვარებელია, „ბიზნესის განვითარების ცენტრის“ ტექნიკოსები კი გვეხმარებიან როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ პრობლემებს, როგორ ვუპასუხოთ ნებისმიერ ახალ გამოწვევას და ინოვაციას. თუმცა პრობლემები ძალიან ბევრია და ერთი ორგანიზაცია ამდენ საკითხს ვერ მოაგვარებს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ განათლებული ფერმერები მაინც ვართ, ვისწავლეთ რა არის ფერმერობა და როგორ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე“.

თამაზ შავაძე ამბობს, რომ ფერმერობა მომგებიანი მაშინ არის, როცა პირუტყვის გამოკვება იაფი ჯდება, ამიტომ მან ბიუჯეტური და ხარისხიანი საკვების - სილოსის დამზადება დაიწყო. აშშ-ის ორგანიზაცია Land O'Lakes Venture37-მა ძვირადღირებული ტექნიკა გადასცა - სიმინდის ამღებ-დამაქუცმაცებელი, რომელიც სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ ორია და 15 000 დოლარი ღირს. ამავე ორგანიზაციამ გადასცა რიგთაშორისი ფრეზი - თოხი და გუთანი. ერთი წელიც არაა Land O'Lakes Venture37-ის დახმარებით თანამედროვე სტანდარტებით ააშენა ფერმა.

„დღეს ფერმერობა არ არის ისეთი შემოსავლიანი, რომ ფერმა დონორის მხარდაჭერის გარეშე გააკეთო. ამერიკული ორგანიზაციის Land O'Lakes Venture37 პროექტის ფარგლებში, ტექნიკა-დანადგარები მომაწოდეს, რომელიც ჩემს ფერმას სამომავლო ფუნქციონირებისთვის სჭირდება. ტექნიკის დაქირავება არ მიწევს, თუ მსგავსი დონორები არ იქნებიან, ქართველი ფერმერები ვერასოდეს შეძლებენ იყიდონ ახალი ტექნიკა“.

თამაზ შავაძის თანამშრომლობა დონორ ორგანიზაციებთან ამით არ დასრულებულა. 2021 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 40%-იანი თანადაფინანსებით ტრაქტორი შეიძინა, რომელსაც ფერმერების მარჯვენა ხელს უწოდებს. ფრანგული საზოგადოებრივი ორგანიზაცია fert-ის გრანტით კი სიმინდის სათესი.

მარიამ ლეკიშვილი მეოთხე კურსის სტუდენტია. მიუხედავად იმისა, რომ ეკოლოგიასა და გარემოს დაცვის პროგრამაზე სწავლობს, მეორე წელია სამკერვალოში მუშაობს. ძირითადად, მზა სამოსის მოდელირება უწევს. მსუბუქი ჭრა-კერვის სამთვიანი უფასო კურსი 2022 წელის გაზაფხულზე, „ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ გაიარა. მასთან ერთად სამი ზრდასრული ქალი გადამზადდა. მარიამისგან განსხვავებით, მათ ჭრა-კერვის კურსიდან მიღებული ცოდნა, საოჯახო საქმეებისთვის სჭირდებოდათ.

„როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, პანდემიის პერიოდი იყო, 2021 წელი. სწავლება ონლაინ მიმდინარეობდა და ვიფიქრე რაიმეთი გავიხალისებ თავს-მეთქი. მსუბუქი კურსი იყო, მინიმალურ, საწყის ცოდნას ვიღებდით, ძირითადად, მაინც საყოფაცხოვრებო საქმეებში გამოდგებოდა მიღებული ცოდნა, ამიტომ ასაკი, ვისთან ერთადაც ეს კურსი გავიარე, 35 წელზე მეტი იყო. შემდგარი ქალები იყვნენ, ყველას თავისი საქმიანობა ჰქონდა ცხოვრებაში, ოჯახები ჰყავდათ, მე ვიყავი ერთადერთი ახალგაზრდა. თავიდან არც მე მიფიქრია, რომ ჩემს პროფესიად ვაქცევდი, მაგრამ შემდეგ დრომ მოიტანა, ვცადე, წინ გადავდგი ნაბიჯი და საბოლოოდ ვარ იქ, სადაც ვარ დღეს“, - მარიამი გვიყვება, როგორ აქცია ჰობი საქმიანობის და შემოსავლის მთავარ წყაროდ.

კურსის გავლის შემდეგ მუშაობა სამკერვალო ფაბრიკაში დაიწყო, შემდეგ კი საქმიანობა კერძო სამკერვალოში გააგრძელა.

„საკუთარ რეგიონში, ქალაქში რომ საქმდები ახალგაზრდა, სტუდენტი და შენი შემოსავალი გაქვს არა მარტო ძირითადი პროფესიით, არამედ ჰობით და დამატებითი საქმიანობით, ეს პლუსია ჩემთვის. მაძლევს პერსპექტივას, მეტ შესაძლებლობას, რომ წინ წავიდე“.

სპეციალური საჭიროების მქონე 20-მდე მოზარდი ასპინძიდან, ადიგენიდან და ახალციხიდან მათი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თერაპიაზე „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში“ დადის. ახალციხეში რომ მსგავსი სერვისი არსებობს, გიორგის დამსახურებაა. ის ახლა 18 წლისაა, აუტიზმის დიაგნოზი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ სრულწლოვანი გახდა, დღემდე ცენტრის ბენეფიციარია. მას თერაპევტთან სეანსები კვირაში ორი საათით აქვს.

„თერაპია არის ნებისმიერი ქცევის დასწავლა. ეს შეიძლება იყოს ცუდი მდგომარეობა სკოლაში ან ბაღში, როცა ბავშვები ვერ ახერხებენ მოერგონ საზოგადოებას და აქვთ განსხვავებული ქცევები, ეს შეიძლება იყოს მეტყველების ან მოტორული დარღვევები. ამის კორექციას ვაკეთებთ და ვამზადებთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, - ამბობს გიორგის დედა ელისო თათეშვილი.

როცა გიორგის აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, დედას არათუ ახალციხეში, თბილისშიც კი გაუჭირდა კომპეტენტური სპეციალისტის მოძიება, რომელიც ასწავლიდა, როგორ ემართათ სიტუაცია. თერაპიაზე დედაქალაქში ორწლიანი სიარულის შემდეგ, ელისომ გადაწყვიტა, რომ მსგავსი ცენტრი ახალციხეშიც უნდა ყოფილიყო. ასე გაიხსნა უცხოელი შემომწირველების დახმარებით „მწვანე სახლი“ 2010 წელს.

ამჟამად „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში“ სამი თერაპევტია, მათ შორის სომხურენოვანი. გუნდი ახლა სუპერვაიზერის გადასამზადებლად ემზადება, რაც ბენეფიციარებისთვის სრულყოფილი თერაპიის შეთავაზების შესაძლებლობას მისცემთ. ელისო თათეშვილი ამბობს, რომ ყველა პროცესში - ცენტრის ფუნქციონირებასა და განვითარებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შემოწირულება და დონორების გრანტები. ორგანიზაციამ არა მხოლოდ ფრანგ შემომწირველებში, არამედ საქართველოს მოქალაქეებშიც შეძლეს მხარდაჭერების მოძიება.

„საქართველოში კერძო ფიზიკური პირებისგან შემოწირულებებით შევაგროვეთ 10 000 ლარი, ამით საშუალება მოგვეცა ადიგენის და ასპინძის თითქმის, ყველა საბავშვო ბაღებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაგვეტარებინა, შევხვდით მშობლებს და პერსონალს, ასევე გამოვეცით და დავარიგეთ სახელმძღვანელო მშობლებისთვის აუტისტური სპექტრის შესახებ. ასეთი საკითხები ძალიან ეხმარება ადამიანებს, რომ ინფორმაცია გაიგონ, მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმი ფართოდაა ცნობილი, რეგიონებში მაინც არის ინფორმაციის ნაკლებობა. ამ თანხით შევძელით ცენტრში სომხურენოვანი თერაპევტის მოყვანა და გადამზადება. დღეს შეგვიძლია სომხურენოვან მოსახლეობასაც მოვემსახუროთ იგივე სერვისით“, - გვიყვება ელისო.

ყველა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომლებიც ჩვენი მასალის გმირებს განვითარებასა და წინსვლაში დაეხმარნენ, ე.წ. „რუსული კანონი“ ერთ თვეში დაავალდებულებს, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირდნენ.

სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი რეგისტრაციაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ ის ღირსებისშემლახავია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციას ემსახურება. თუ ისინი მუშაობას ვეღარ გააგრძელებენ, ათასობით ბენეფიციარი მხარდაჭერის გარეშე დარჩება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიხედვით, მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში, რამაც მრავალი ორგანიზაციის დახურვა გამოიწვია. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
Facebook Twitter
Եղանակը
Թբիլիսի 13 °C
img
Բորջոմի 11 °C
img
Ադիգենի 17 °C
img
Ախալցիխե 8 °C
img
Ասպինձա 7 °C
img
Ախալքալաք 5 °C
img
Նինոծմինդա 5 °C
img
Աբասթուման 6 °C
img
Բակուրիան 5 °C
img
Փոխարժեք
AMD
AMD
1000
7.0700
EUR
EUR
1
3.0177
RUB
RUB
100
2.8748
TRY
TRY
1
0.0799
USD
USD
1
2.7354
Օրացույց
«« Հոկտեմբեր  »»
Երկ. Երեք. Չոր. Հինգ. Ուրբ. Շաբ. Կիր.
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al dizi film izle film izle yabancı dizi izle fethiye escort bayan escort - vip elit escort erotik film izle hack forum türk ifşa the prepared organik hit omegle live+18 filmtürk pornoporno sexporno izlesıcak sohbetzbahisSahabet Twitterhttps://vozolstar20000.com/betturkeystarzbetTipobet365Marsbahis girişTubo Pornô GrátisPelículas de SexoPorn TubeDeneme Bonusu Veren SitelerSahabetvozol star 20000betivobonus veren casino sitesihttps://w88fm.top/فيديوهات سكسافلام سكسmarsbahismarsbahisbetturkeybetturkeybets10 güncel girişzeta libraryzbahisbetbababetbabamobilbahis casinomarsbahisperabetxslotduelbits son girişmobilbahismarsbahisMarsbahisCasibomHoliganbetcasinomaxiayvalık zeytinyağıxslotسكس افلامسكس اسودvozol 20000tarafbetxslotpendik escortyetişkin filmlerşarjlı vidalamaVulranra Yeni Markalarmatadorbet güncel girişşarjlı matkappijama takımıpijamadarbeli matkapJojobetlink vao w88 moi nhatdeneme bonusu veren sitelerbahiscombahiscomcasinolevantcasinolevantsuperbetinmarsbahismeritking güncelsuperbetin girişcasibomMatbetSahabetOnwinMeritkingBahsegelTipobetTarafbetVdcasinoMariobetBetebetPusulabetUltrabetdeneme bonusu veren sitelermarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahismarsbahisultrabettarafbettarafbetholiganbet güncel girişholiganbetsekabetonwinsahabetgrandpashabetmatadorbetnakitbahismeritkingdumanbetmavibetbetsmovegoldenbahisbetnanobetparkgalabetbets10casinolevantBetriyalmatadorbetbahiscomCasinoplus girişholy analbetgitholiganbetbetgitjojobetmatbet girişdinamobetdinamobet1xbetbetewinjojobet mobil girişcasibomjojobet girişklasbahiscasibom girişcasibom girişBetkanyontarafbettarafbettarafbetsahabettarafbetrulet taktiklerijojobet girişonwintarafbettarafbetMostbetvirabet giri?virabet giriÅŸtarafbetfixbet girişmatadorbet giriştipobet girişonwin girişstarzbet girişbetmatik girişfixbet girişmatadorbet giriştipobet girişonwin girişstarzbet girişbetmatik girişfixbet girişmatadorbet giriştipobet girişonwin girişstarzbet girişbetmatik girişmarsbahismarsbahissetrabetholiganbetimajbetmatadorbetmariobet girişCasibomjojobettarafbettipobettarafbettarafbettarafbetfixbet girişmatadorbet girişbetmatik girişxslot girişbetpublic girişfixbet girişmatadorbet girişbetmatik girişxslot girişbetpublic girişfixbet girişhermesbetmatadorbet girişholiganbet girişnude aibahsegelDenizli evden eve nakliyatonwin giriştipobet girişbycasino girişstarzbet girişbetturkey girişzbahis girişbetmatik girişsüpertotobet girişbetkom giriştarafbet girişbahiscom girişmariobet girişbankobet girişonwin giriştipobet girişbycasino girişstarzbet girişbetturkey girişzbahis girişbetmatik girişsüpertotobet girişbetkom giriştarafbetbahiscom girişromabethd film cehennemihdfilmcehennemiLCmeritking 1135https://www.elektronikesigaraal.com/casibomjojobetbahiscasinobahislionmeritkingholiganbetBetrupi GirişbetistbahiscomBetist güncel girişBetist güncel girişBetist güncel girişBetist güncel girişBetist girişBetist girişBetist girişBetist girişBetist girişBetistSahabetTarafbetTarafbetyalama taşıtipobet girişcasibombetebetGrandpashabet casibomcasibom girişprodaja autacasibom güncel girişmeritking 1135TipobetTipobetBettürkeyimajbetTarafbetTarafbetbetturkeybetebetfixbetfixbetmatadorbet girişbetciokadıköy escortfixbetBuy Weed Online in CanadaradabetfixbettipobetTarafbetTarafbetmarsbahisbetturkeycasinolevantgüncel giriş sayfalarıcasibomsosabetBetturkeybahiscomcasinolevantmeritkinghiltonbetcasibomBetturkeymatadorbetBahsegelsavoybettingsupertotobetcoinbarmrcasinobetsatbetboobettineasyabahistempobetbetmoonodeonbetkalebetngsbahiselexbetbahigobetcupvbetsafirbethiltonbetdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerjojobetTipobetTipobet girişSekabetbetturkeymatbetjojobetmarsbahismatbetjojobetholiganbetBets10Basaribetjojobetcasinomaxi 855Ralrin Yeni Sayfalarcasino metropol 816casino metropol 814casinomaxi 854casino metropol 815runverna sitelerdeneme bonusu veren siteler rehberisahabetdinamobetdumanbetmeritkingbetebetDeneme BonusuSekabetmeritking girişmeritking güncelsabahlıkkimonocasibom girişjojobet güncelcasibom girişjojobet giriş günceldeneme bonusuBets10casibomcasino sitelerihiltonbetimajbet girişzbahishow tall is canelo alvarezAvukat Webcasibomcasibomcasibommatbetholiganbetcasibom girişRomabet GirişsahabetcasinolevantnakitbahisjojobetholiganbetsekabetmatadorbetcratosslotKuşadası travestifixbetfixbetimajbetwinpapelonbahistimebetHoliganbetmatadorbet girişExtrabetmariobet1meritkingcasibomCasibomcasibom girişjojobetdinamobetbahsegelbetebetmarsbahissahabetgrandpashabetonwinmatbetsekabetimajbetCasino sitelerisahabetsahabet girişTarafbetTarafbetmatadorbetholiganbettipobetbetnanomatadorbetmatbet güncel girişmarsbahis güncel girişbetcup güncel girişbetmatik güncel girişmatadorbet güncel girişcasibom güncel girişimajbet güncel girişdinamobet güncel giriştarafbetTarafbetTarafbetxxOnwinLinux HostingOnwinTarafbetmarsbahisTarafbetkralbetcratosslotmatbetbets10betmatikjojobetbetmatikcasibom girişgrandpashabetxslotbankobetsetrabet girişbahiscom girişromabetromabetromabetromabettipobet1mariobetgrandpashabetbets10casibom twittermarsbahislunabet7slotscasibommarsbahismarsbahisbetcio girişbetciocasibom girişcasibomGrandpashabetGrandpashabetMeritkingnakitbahisbetsatdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerbizbet girişzbahisbetistbetist giriÅŸbetist güncelcasibomcasibom giriş