COVID19
მიტროპოლიტი თეოდორე – „უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და პირბადეები ვატაროთ“
საქართველოში COVID 19-ის შემთხვევების რეკორდულად მატების გამო, მედიკოსებმა მდგომარეობა უკვე საგანგაშოდ მიიჩნიეს. ექიმები მოსახლეობას რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდებენ.

რეგულაციების შესრულების აუცილებლობაზე იქადაგა დღეს, 18 ოქტომბერს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტმაც და მორწმუნეებს მისი დაცვის კურთხევა კიდევ ერთხელ მისცა. მეუფე თეოდორეს თქით, ვირუსის თავიდან არიდების ერთ–ერთი გზა ყველა პირობისა და რეკომენდაციის მაქსიმალურად დაცვაა.

“კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“ - ამბობს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.

შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევაა დაფიქსიებული, მათგან სამცხე–ჯავახეთში COVID 19 16 პირს დაუდასტურდა.
| Print |