COVID19
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 216 პირი დაინფიცირდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 135 584-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 267 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 3 937 პაციენტი და მათი რიცხვი ქვეყანაში 113 986-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 2 104 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 383 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 857-ს შეადგენს.

| Print |