სიახლეები
ევროკავშირის ინსტიტუტები –უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა
ევროპისმცოდნეობის სალექციო კურსის მეხუთე-ბოლო ლექცია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

ჩატარდა. ლექციას კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი სერგი კაპანაძე უძღვებოდა.

პროფესორის მიერ გაკეთებული მოხსენება თემაზე ,,ევროკავშირის ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი“ კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ლექციის დასასრულს მსმენელებს კურსის მოსმენის სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.

ევროპისმცოდნეობის სალექციო კურსი საქართველოს რეფორმების ასოციაციამ (GRASS) Erasmus+ ფარგლებში განახორციელა.

| Print |