სიახლეები
თუშეთში, ყაზბეგში, თელავსა და ყვარელში ხანძარია
დღეს საქართველოს მასშტაბით ხანძარი ოთხ ლოკაციაზე გაჩნდა: თუშეთის მუნიციპალიტეტში, ხახაბოს ტყეში;
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, კოხტას მთაზე;
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში და
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში.

თუშეთში, ხახაბოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში, ვერტმფრენი ჩაერთო.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, კოხტას მთაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯუთაში ცეცხლი ბალახს მოეკიდა, ადგილზე 10 მეხანძრე-მაშველი იმყოფება.

ხოლო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, დაახლოებით ნახევარი ჰექტარის ფართობზე ფოთლოვანი ტყე იწვის.

წყარო: სააგენტო ,,აიპრესი"
| Print |