სიახლეები
ახალციხელი ახალგაზრდები სკოლასა და სამეგობრო წრეში არსებული ძალადობის შესახებ
ძალადობა საზოგადოებაში და განსაკუთრებით ქალების მიმართ, მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები

– ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირში" გაიმართა. ახალგაზრდებს, აღნიშნულ თემაზე, ახალციხეში საპატრულო პოლიციის ინსპექტორი ელისო ლომიძე ესაუბრა.

ინსპექტორი 12 წლიანი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც მსხვერპლს მოძალადის შესახებ ისეთი ინფორმაციის გაცემა არ უნდა, რაც სამართალდამცავებს მომხდარის გამოძიებაში დაეხმარება.

მოსწავლეებმა და სტუდენტებმა შეხვედრაზე ისეთი ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ გაამახვილეს ყურადღება, რომელიც მათ სკოლასა და სამეგობრო წრეში ხშირად ხდება.

"დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელმა ჯაბა ნათენაძემ განმარტა, რომ დღევანდელი შეხვედრა 25 ნოემბერს გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესაც დაუკავშირეს.

მათი ორგანიზაციის, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანიის "ძალა ნდობას", მიზანი მოსახლეობაში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაა.


| Print |