პოლიტიკა
„ახალციხეში გაუგონარი დარღვევები ხდება“ - საკრებულოს წევრი
ნეპოტიზმი, ფაქტობრივი უზუსტობებით შევსებული ქონებრივი დეკლარაციები და თანამდებობრივი შეუთავსებლობა საქმიანობასთან - ეს სურათია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევაში. ორგანიზაციამ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების - ახალციხის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის თანამდებობის პირთა 2020-2021 წლის დეკლარაციები შეისწავლა. კვლევის მიხედვით, მერიებისა და საკრებულოების 144 თანამდებობის პირიდან, 49 მათგანის დეკლარაციაში აღმოჩნდა დარღვევა, ასევე გამოვლინდა თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 27 შემთხვევა. ხუთ პირთან კი სავარაუდო ნეპოტიზმის ნიშნები.

ერთ-ერთი თანამდებობის პირი, რომელმაც დეკლარაციაში ოჯახის წევრების კომპანიები არ მიუთითა, ახალციხის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სამველ ოვენიანია. მან დეკლარაციაში არ შეიტანა შვილების წილი ხუთ კომპანიაში და არც ის მიუთითა, რომ მისი ქალიშვილი, შპს “პრესტიჟის" მესაკუთრეა. სამველ ოვენიანი ამბობს, რომ ამჟამად არც ერთი ობიექტი ფუნქციონირებს, თუმცა სასტუმრო „პრესტიჟი“ მუშაობას განაგრძობს.

ადგილობრივი ოპოზიციის თქმით, კვლევის შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. კვლევაში აღნიშნულ უზუსტობებზე რეაგირებას ითხოვს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. თამარ გოგოლაძის თქმით, კრიტიკული პოზიციის გამო. დოკუმენტების ნაწილზე წვდომა არ აქვს.

კვლევა დეტალურად იხილეთ აქ:

| Print |