პოლიტიკა
ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი - ჯო უილსონი
ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა და ჯერ კიდევ დაჟინებულია, რომ ამას გააკეთებს, ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რეპსუბლიკური პარტია) ­X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ირანულმა რეჟიმმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობა სცადა და ჯერ კიდევ დაჟინებულია, რომ ამას გააკეთებს. ირანი თავისუფალი იქნება და მისი მარიონეტები დაეცემიან, მათ შორის [იემენის] "ჰუსიტები", ქასიმ ალ-არაჟი [ერაყში ირანის მიერ კონტროლირებადი პარამილიტარისტული დაჯგუფება “ალ-ბადრ ორგანიზაციის” უფროსი წევრი], კაის საიდი [ტუნისის პრეზიდენტი] და ბიძინა ივანიშვილი”, - წერს უილსონი.
| Print |