ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა
08.02.2017
ქალაქ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ საზოგადოებას 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
დავით ლომიძემ ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ, ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებზე, სპორტულ და კულტურულ აქტივობებზე, ტურიზმის განვითარების კუთხით ჩატარებულ სამუშაოებზე. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ერთობლივი მუშაობის შედეგია ის, რომ გასული წლის ბიუჯეტი, 8 მილიონიდან, წლის ბოლომდე, 13 მილიონამდე გაიზარდა.
საკრებულოს თავმჯდომარის 2016 წლის ანგარიშის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტრის წარმომადგენლებმა ახალციხის მერის გეგმები მოისმინეს.