ადიგენში დეპუტატები ლევან ლობჯანიძის გადასაყენებლად შეიკრიბნენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის თანამდებობის გადასაყენებლად დეპუტატები შეიკრიბნენ.
სხდომა 13:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა ამ დრომდე უშუალოდ გადაყენების პროცესი არ დაწყებულა.
დეპუტატებმა თავიანთი პოზიცია, რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხთან დაკავშირებით ფარული კენჭისყრით უნდა დააფიქსირონ.
რიგგარეშე სხდომის მოთხოვით საკრებულოს 13–მა დეპუტატმა 8 თებერვალს მიმართა.