პოლიტიკა
სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ 2017 წლის სამოქმედო გეგმა განიხილა
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე გაუძღვა. სხდომაზე რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2017 წლის განახლებულ სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები განიხილეს.

შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებლად 25 მილიონამდე ლარის ღირებულების 65 მასშტაბური პროექტი შეირჩა. ძირითად პრიორიტეტებად მიმდინარე წელსაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხიდების, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია რჩება.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2017 წლის განახლებული სამოქმედო გეგმა დასამტკიცებლად საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას უკვე წარედგინა.


| Print |