პოლიტიკა
ენმ: ,,ბორჯომში – ვალერი გრიგალაშვილი, ასპინძაში – მალხაზ მოსიძე"
,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ასპინძაში მერობის კანდიდატად მალხაზ მოსიძე, ხოლო ბორჯომში ასევე მერობის კანდიდატად ვალერი გრიგალაშვილი წარადგინა. ვალერიგრიგალაშვილმა ბორჯომში გაუარესებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე გააკეთა აქცენტი:,,ოცნების" ხელისუფლების პირობებში ბორჯომში კრიმინალი მძვინვარებს. დაწვეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანა, ციხისჯვარში იქურდება ბინები, გააქციეს მეუფე, დაანგრიეს ილიას ძეგლი".

ასპინძის მერობის კანდიდატმა კი ყურადღება ცვლილებებზე გაამახვილა: ,,ხალხის ჩართულობითა და აქტიურობით ბევრი რამის შეცვლა შეიძლება ქვეყანაში“, – მიმართა მალხაზ მოსიძემ ამომრჩევლებს.

| Print |