პოლიტიკა
ახალციხეში მერობისთვის ირაკლი ბარძიმაძე იბრძოლებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ახალციხეში, ცენტრალურ პარკში საღამო ხუთი საათიდან შეიკრიბნენ. ასპინძაში, ადიგენში, ბორჯომსა და ახალციხეში მერობისა და გამგებლობის კანდიდატები პარტიის ლიდერებმა ნიკა მელიამ და ზაალ უდუმაშვილმა წარადგინეს.

„ეს არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, როცა ხალხმა „ოცნებას“ უნდა უთხრას ან კი, ან არა" – განაცხადა ნიკა მელიამ.

ზაალ უდუმაშვილმა აქცენტი განახლებულ ახალციხის ციხეზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ქალაქში მომრავლებული ტურისტები ყოფილი ხელისუფლების დამსახურებაა.

ენმ–ს ლიდერებმა ახალციხეში მერობის კანდიდატად ირაკლი ბარძიმაძე წარადგინეს.

,,ჩვენ სამცხე–ჯავახეთში მოვიგეთ არჩევნები 2012–შიც და 2016–შიც. პრობლემების მოსაგვარებლად ახლა გვჭირდება ლეგიტიმაცია" – განაცხადა ახალციხის მერობის კანდიდატმა.


| Print |