პოლიტიკა
საშტატო ნუსხის მიხედვით ახალციხის მერიას 115 თანამშრომელი ეყოლება

საკრებულოს აპარატში საშტატო ნუსხით 12 თანამშრომელი იმუშავებს. ახალციხის მერიას კი 115 თანამშრომელი ეყოლება, ხოლო ხელშეკრულებით 48 თანამშრომელს აიყვანენ.

ხელშეკრულებით დასაქმდებიან მდივანი, მძღოლი, მერის წარმომადგენლები და მათი თანაშემწეები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა მელიქიძის განცხადებით, მერიას 13 თანამდებობის პირი ეყოლება. მათ შორის ცხრა სამსახურის უფროსი იქნება, სამი მისი მოადგილე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, 14 ნოემბერს, გამართულ პირველ სხდომაზე საკრებულოს აპარატისა და მერიის თანამშრომელთა საშტატო ნუსხა დაამტკიცა.

კანონის მიხედვით შექმნილმა შეფასების კომისიამ თანამშრომლებთან გასაუბრება ჩაატარა. ზაზა მელიქიძე თანამშრომელთა შეფასების გაცნობის შემდეგ აპირებს მერიის დააკომპლექტებას.






| Print |