,,ქართული ოცნება" ბორჯომში, საკრებულოს ლეგიტიმურობას არ ცნობს
21.11.2017
"ქართული ოცნება" საკრებულოს ლეგიტიმურობას არ სცნობს, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი კი ამბობს, რომ 20 ნოემბერს,ბორჯომის საკრებულოს პირველი პირები კანონის სრული დაცვით აირჩიეს.
ბორჯომში განვითარებულ მოვლენებზე მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მედიასთან დღეს პირველი კომენტარი გააკეთეს.
შეგახსენებთ, საკრებულოს პირველი სხდომა ბორჯომში 20 ნოემბერს გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარედ, პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ზაზა ჩაჩანიძე, მოადგილედ, მისი თანაგუნდელი გიორგი გოგოიჩაიშვილი და ხუთი კომისიის ხელმძღვანელი, დარბაზში დარჩენილმა 15 ოპოზიციონერმა დეპუტატმა აირჩია.
იმ დროს, სხდომას არ ესწრებოდნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები, შესაბამისად მათ გუნდს არჩევანი არ გაუკეთებია.