პოლიტიკა
გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე - "ქართული ოცნების" აქცია
ბორჯომის საკრებულოს წევრები "ქართული ოცნებიდან" საპროტესტო აქციას აანონსებენ.

დეპუტატების თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომის მოთხოვნით, ადმინისტრაციულ შენობასთან 17:00 საათზე შეიკრიბებიან.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კვირკველიას განცხადებით, საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აცხადებს, რომ საკრებულოს შენობა პოლიციისა და მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ არის "ოკუპირებული."

ბაკურ გელაშვილი ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნება" აქციაზე მოქალაქეებს საჯარო სამსახურებიდან იძულებით მიიყვანს.

ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ბორჯომის უმრავლესობამ აირჩია და ის არ უნდა გადადგეს.



წყარო: ტელეკომპანია "ბორჯომი"

| Print |
თეგები: ბორჯომი / აქცია /