ახალციხეში საპენსიო რეფორმის ალტერნატივაზე იმსჯელეს. ფრაქცია ,,ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების “ იდეა, მოქალაქეებს დეპუტატებმა გია ჟორჟოლიანმა და ბექა ნაცვლიშვილმა განუმარტეს.
პარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს იმ დეტალებს, რაც მათ იდეას სახელმწიფოს გეგმისგან განასხვავებს.
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა.
მას საპენსიო ასაკის მოქალაქეები, უნივესრიტეტის თანამშრომლები და საჯარო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა "საზოგადოების კვლევის ცენტრის" მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.