ვქმნით ოჯახებს, სადაც ბავშვობიდან ძალადობის მსხვერპლები ვართ - ნარინე გინოსიანი
06.06.2024
გეოგრაფიული მდებარეობა და ენობრივი ბარიერი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას ართულებს - ამბობს „ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ნარინე გინოსიანი. მისი თქმით, სომეხ მოსახლეობაში დამკვიდრებული ტრადიციები და სოციალური ქცევის ნორმები ხელს უშლის ქალებს იბრძოლონ უფლებებისთვის.
რეგიონში, დანარჩენი ქვეყნისგან განსხვავებით, კიდევ უფრო რთული ვითარებაა ოჯახში ძალადობის მხრივ. ნარინეს თქმით, გამოწვევად კვლავ რჩება წნეხი, რომელსაც ქალები განიცდიან.
„ნინოწმინდის ახალგაზრდული ცენტრი“ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების არაფორმალურ განათლებაზე ზრუნავს.
პროექტი დაფინანსებულია "საფარის" მიერ WISE პროგრამის ფარგლებში.