პროექტი გენდერული ძალადობის პრევენციისთვის და სტატისტიკა სამცხე-ჯავახეთში
19.08.2024
გენდერული ნიშნით ძალადობა, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება რეგიონის თუ ქვეყნის სხვა მუნიციპალიტეტებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, „ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრმა“ სამცხე-ჯავახეთში საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.
გენდერული ძალადობის პრევენციის, ცნობიერების ამაღლებისა და მის წინააღმდეგ სხვადასხვა მექანიზმების შემუშავების მიზნით, ორგანიზაციამ შეხვედრები გამართა რეგიონის ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ საგანმანათლებლო და საჯარო ორგანიზაციებთან.
„ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი“ დაინტერესდა, ჰქონდათ თუ არა ორგანიზაციებს რატიფიცირებული დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს გენდერული ნიშნით ძალადობას ან შინაგანაწესს აკრძალულ ქმედებებზე. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ორგანიზაციების დიდ ნაწილს, აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნია. დოკუმენტის შემუშავებაში მათ ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი დაეხმარება.შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2024 წლის ექვს თვეში, საქართველოში 455 შემაკავებელი ორდენი გაიცა, აქედან ექვსი სამცხე-ჯავახეთში. ექვსივე მსხვერპლი ქალია. რაც შეეხება მოძალადეებს - აქედან ხუთი მამაკაცია და მხოლოდ ერთი ქალი.