საზოგადოება
ტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 411 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 411 ფაქტი გამოავლინეს.

ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტოტრანსპორტის მართვის ყველაზე მეტი - 215 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა; 87 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ბათუმში, 70 - რუსთავში, 39 - ქუთაისში.

გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 411 შემთხვევიდან 355 ფიზიკური პირი, ხოლო 56 იურიდიული პირი იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 247 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების, 142 - მიკროავტობუსის, 22 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების სახელზეა შედგენილი.
| Print |