ახალციხის მუნიციპალიტეტმა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით, ბენეფიციართა დაფინასება გაზარდა
10.01.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური
დახმარების გაცემის წესში ცვლილება შევიდა. სოციალურად დაუცველი
მოსახლეობის სარეიტინგო ქულათა ბარიერი 120 000 დან 150 000–მდე
გაიზარდა. გარდა ამისა,ბენეფიციარებს, გამგეობა ჯანდაცვის კუთხით,
წლის განმავლობაში მრავალჯერადად დაეხმარება.
მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, რომელთა სარეიტინგო ქულათა რაოდენობა
შეადგენს 0–დან 75 000–ის ჩათვლით, სამედიცინო –სადიაგნოსტიკო
გამოკვლევები 100 %–ით დაუფინანსდება, თუმცა თანხამ წლის განმავლობაში
არ უნდა შეადგინოს 1 000 ლარზე მეტი.
ხოლო, იმ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 75 001 –
დან 150 000–ის ჩათვლით, სამედიცინო –სადიაგნოსტიკო გამოკვლევები
100%–ით დაუფინანსდება, წლის განმავლობაში არაუმეტს 800 ლარისა.
მოქალაქეებს, რომლებსაც არცერთი შეღავათით სარგებლობის უფლება აქვთ,
მათ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოკვლევები გადასახდელი თანხის
70%–ით დაუფინანსდება, არაუმეტეს 500 ლარისა.
შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარები დაფინანსებით ისარგებლებენ
გეგმიური და ურგენტული ქირურგიული მომსახურების საჭიროებისას, რა
დროსაც მოქალაქე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 2 000–დან 2 500
ლარამდე თანხით დაფინანსდება.
წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია, ონკოლოგიური დაავადებების მქონე
მოსახლეობის დახმარებაც. შესაბამისი კატეგორიის მქონე პირები
ადგილობრივი ბიუჯეტიდან წლიურად 100–დან 1500– ლარადე თანხით
დაფინანსდება.
მოსახლეობა სამედიცინო მკურნალობის ჩასატარებლად, ბიუჯეტიდან წლიურად
900–დან 1500 ლარამდე თანხით ისარგებლებს.
გაზრდილია სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციართა დაფინანსების თანხებიც.
კერძოდ:
შშმ ბავშვებს საახალწლოდ და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით, 75 – 75 ლარის ნაცვლად, 100–100 ლარი გადაეცემათ;
99 წელს გადაცილებულ უხუცესთა ერთჯერადი დახმარება 200–დან 400
ლარამდე გაიზარდა;
დედ–მამით ობოლი ბავშვები ყოველთვიურად 75 ლარის ნაცვლად, 100
ლარს მიიღებენ;
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა დახმარება გაორმაგდა და გამგეობა
მათ ერთჯერადად, 400 ლარით დააფინანსებს;
ასევ გაიზარდა დიალეზით მოსარგებლე პირთა მგზავრობისა და
მედიკამენტებისათვის საჭირო თანხები 600–დან 1 000 ლარამდე.
ცვლილებები ძირითადად აღნიშნულ მუხლებში შევიდა. ძალაში რჩება
ახალშობილთა დაფინანსების, ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარების,
უსახლკაროთა სოციალურად დაცვისა და ა.შ. საკითხები.
სოციალური გაცემის წესში შეტანილი ცვლილებები დღეს, 9 იანვარს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.