ნაგავმზიდი მანქანისა და ბუნკერების შესაძენად, ახალციხის გამგეობა 483 021 ლარის სესხს იღებს
10.01.2017
ნაგავმზიდი მანქანისა და ბუნკერების შესაძენად, ახალციხის გამგეობა
483 021 ლარის სესხს იღებს. შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალიტეტმა
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან
გააფორმა.
სესხის ვადა ათწლიანია, თუმცა გამგეობა საშეღავათო პერიოდით
ისარგებლებს. 2019 წლის 28 დეკემბრამდე მუნიციპალიტეტს პროცენტის
გადახდა არ მოუწევს.
ხელშეკრულება 2016 წლის დეკემბრის თვეში გაფორმდა, თუმცა საკრებულოს
საფინანსო– საბიუჯეტი კომისიის თავმჯდომარის თეიმურაზ ბარძიმაძის
განმარტებით, შემდგომი პროცედურების შესრულება ვერ მოესწრო. იქიდან
გამომდინარე, რომ კანონმდებლობით, 2017 წლიდან სესხის აღება მხოლოდ
ეროვნულ ვალუტაში უნდა მოხდეს, წინა წლის 19 დეკემბრის განკარგულება
ძალადაკარგულად გამოცხადდა. შესაბამისად, სესხის აღებისა და გრანტის
მიღების თაობაზე, თანხმობის მიცემის საკითხს დღეს, 9 იანვარს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებმა კენჭი უყარეს.