საზოგადოება
ბორჯომის ცენტრალური პარკის ბილეთი 2 ლარამდე გაძვირდა
ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესასვლელი ბილეთი, 50 თეთრიდან 2 ლარამდე გაძვირდა.
ფასის მომატების გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ ქართველი ტურისტები. უცხოელ ვიზიტორებს კი მიაჩნიათ, რომ ტერიტორიის დასათვალიერებლად დაწესებული თანხა მისაღებია.

ბორჯომის ისტორიულ პარკის ბილეთი 22 დეკემბრიდან გაძვირდა. დირექტორის განმარტებით, ფასის მომატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. გაზრდილია უკონტაქტო ბარათის თვითღირებულება, რომლის მეშვებითაც პარკში შესვლაა შესაძლებელი. ვლადიმერ გელაშვილის თქმით, მანამდე არსებული ფასი ობიექტის მოვლა–პატრონობისთვის საკმარისი არ იყო, რის გამოც ადგილობრივი გამგეობა ყოველწლიურად სუბსიდიას ურიცხავდა. წელს მისი შენახვა ადმინისტრაციას ძირითადად, შემოსავლებითა და განახევრებული დაფინანსებით მოუწევს.

პარკში შესასვლელად ისევ მოქმედებს შეღავათები, რისთვისაც დამთვალიერებელმა შესაბამისი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.

ცენტრალურ პარკს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდია 160 000 ლარით შეუმცირდა. მუნიციპალიტეტის გამგებელი თვლის, რომ შემოსავლები ობიექტს საშუალებას მისცემს მომავალი წლიდან დაფინანსების გარეშე, საკუთარი ბიუჯეტით იარსებოს.

პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაზრდილი ფასი ვიზიტორთა რაოდენობაზე უარყოფითად არ ასახულა. ოფიციალური მონაცემებით, 22 დეკემბრიდან დღემდე ობიექტი 3 500–მდე დამთვალიერებელმა მოინახულა. ადმინისტრაციაში დარწმუნებულები არიან, რომ ზაფხულის სეზონზე მათი რიცხვი ბევრად გაიზრდება.

თიკო კურტანიძე

| Print |