ნინოწმინდის გამგეობა ორ პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობა კონკურსს აცხადებს. ვაკანტურია
გამგებლის წარმომადგენლის პოზიცია სოფელ ეშტიის ადმინისტრაციულ
ერთეულში და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის
თანამდებობა.
მსურველებმა განაცხადი ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინონ, საჯარო
სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ–გვერდის – (www.hr.gov.ge)
მეშვეობით.
კონკურსს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისია
ატარებს, რომელიც კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისათვის დაწესებულ
საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობას
დაადგენს.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე განაცხადების
გადარჩევა მოხდება, მეორე ეტაპზე კი საკონკურსო საატესტაციო კომისია
მიწვეულ კანდიდატებს გასაუბრებით შეარჩევს.
საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ნინოწმინდის გამგეობამ 24 იანვარს
გამოაცხადა. მსურველებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა მიმდინარე
წლის 3 თებერვლამდე აქვთ.