ჯავახეთის სოფლებში, ძლიერი ქარის გამო, ისევ პრობლემებია
30.01.2017
ჯავახეთის ზოგიერთ სოფელში გზა ისევ ჩაკეტილია. სპეციალური ტექნიკა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშასთან მუშაობს, სადაც გუშინ
ღამით ძლიერი ქარისა და თოვლის გამო, გადაადგილების პრობლემა შეიქმნა.
თოვლში ჩარჩენილი 12–ვე ავტომობილის გამოსაყვანად დილამდე მუშაობდნენ.
ამ დროისათვის, საავტომობილო გზის თოვლისგან გაწმენდა
მიმდინარეობს.გზის მონაკვეთები იწმინდება კულიკამისა და ოკამის
მიმართულებითაც. ინტენსიური სამუშაოები სრულდება სოფელ ხორენიასთან,
სადაც სოფლამდე მისასვლელი გზა ისევ ჩაკეტილია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზა თოვლისგან სოფელ
სამების მიმართულებით იწმინდება. გამგეობაში აცხადებენ, რომ უხვ
ნალექს მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია.
ადიგენის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა 15 სანტიმეტრს მიაღწია. ამ
დროისათვის, იწმინდება ენთელი–შოყის, უდე–არლის, ადიგენი–უტყისუბნის
მონაკვეთები და გზა აბასთუმნის მიმართულებით.
უხვი ნალექის გამო, პრობლემები არ შექმნილა ახალციხის მუნიციპალიტეტის
სოფლებში. გამგეობაში აცხადებენ, რომ თოვლისგან გზები ყველა
მიმართულებით იწმინდება და გზებზე ტექმიკური მარილი იყრება.
ქალაქის შემოსასვლელთან ამ დრომდე ათეულობით სატვირთო ავტომობილია
გაჩერებული. როგორც მძღოლები აცხადებენ, უხვი ნალექის გამო რიკოთის
უღელტეხილი ჩაკეტილია, ამიტომ სამართალდამცველებმა პრობლემური
მონაკვეთების გაწმენდამდე ახალციხეში დარჩენა ურჩიეს.
თოვლს პრობლემები არ შეუქმია ბორჯომის მუნიციპალიტეტში.