საზოგადოება
31 იანვრიდან, სინოპტიკოსები ძლიერ ყინვებს პროგნოზირებენ
30 იანვარს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალ მთაში ზოგგან ქარბუქია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა -2, +3 გრადუსი იქნება. დედაქალაქში შესაძლებელია მცირე თოვლი.

31 იანვარს ღამის საათებში ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექი შეწყდება და ყინვა გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ მუნიციპალიტეტებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში (შიდა ქართლი) -16, დედაქალაქში -8 გრადუსამდე დაეცეს.

31 იანვარს, დღისით და 1 – 2 თებერვალს კვლავ დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი იქნება.

3–5 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.
| Print |