საზოგადოება
ახალციხის ციხის დაბლა ნაწილში მდებარე საპირფარეშო ისევ უფასო გახდა
ახალციხის ციხის დაბლა ნაწილში მდებარე საპირფარეშო 2017 წლის იანვრიდან ისევ უფასო გახდა. მანამდე ვიზიტორებისა და მომსახურე პერსონალისთვისაც 50 თეთრი იყო დაწესებული.

ციხის დირექტორის ზაზა თამარაშვილის განმარტებით, ახალციხის მერიასთან შეთანხმებით, საპირფარეშო ყველასთვის უფასო გახდა. ასევე, უფასოა კომპლექსის ზედა ნაწილში მდებარე საპირფარეშო, თუმცა ამ ტერიტორიის მონახულება ვიზიტორებისთვის ფასიანია.

ახალციხის ციხის დაბლა ნაწილში მდებარე საპირფარეშოზე გადასახადი 2015 წლის აგვისტოში დაწესდა. როგორც მაშინ ადმინისტრაციაში განმარტავდნენ, მისი მოვლა–შენახვა ციხეს ძვირი უჯდებოდა, ამიტომ შემოსული თანხა ისევ საპირფარეშოს კეთილმოწყობას მოხმარდებოდა.


| Print |