ახალქალაქის სოფლებში მისასვლელი გზები გაწმენდილია. სამუშაოები ისევ მიმდინარეობს ხორენიასთან, სადაც დიდთოვლობამ და ქარმა გზა ჩაკეტა.
საავტომობილო გზის გაწმენდა სამი დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა. როგორც გამგებლის მოადგილე "მეცხრე არხთან" აცხადებს, ხორენიამდე მისასვლელი ძირითადი გზა ამ დროისათვის გახსნილია, თუმცა ტერიტორიის თოვლის საფარისაგან გაწმენდა ისევ მიმდინარეობს.
ძლიერმა ქარმა პრობლემა შეუქმნა ალასტანსაც. სოფლამდე მისასვლელი გზა სპეციალური ტექნიკით დღესვე გაიწმინდა.
გამგეობაში განმარტავენ, რომ გზები, თოვლის მოსვლის შემდეგ სისტემატიურად იწმინდება, თუმცა ძლიერი ქარის გამო, ზოგიერთ მონაკვეთზე ნამქერი წარმოიქმნება და გადაადგილება ფერხდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შიდა გზებს შპს ,,ვემი" ემსახურება.