ვალელებმა სასმელ წყალზე იანვრის დავალიანება იგივე რაოდენობით მიიღეს
10.02.2017
ვალის მაცხოვრებლებმა სასმელ წყალზე იანვრის თვის დავალიანება იგივე რაოდენობით მიიღეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქი გამრიცხველიანებული არ არის, თითოეული ოჯახი გადასახადს სულადობის მიხედვით იხდის. იგივე დავალიანების მიღებამ ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია. ვალეს იანვრის თვეში სასმელი წყალი 10 დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა.