ახალციხის მერია მოძველებული საქალაქო ტრანსპორტის ახლით ჩანაცვლებას ვერ ახერხებს
21.02.2017
რა მდგომარეობაშია ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტი და რატომ არ ცხადდება კონკურსი საქალაქო ავტობუსებისთვის?
– ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურებას ორგანიზება ქალაქის მერიამ უნდა გაუწიოს. დღესათვის ახალციხის თვითმმართველობა მხოლოდ მგზავრობის ღირებულების თანადაფინანსებასა და გარკვეული კატეგორიის ბენეფიციართათვის შეღავათების დაწესებას უზრუნველყოფს. რამდენად გამართულად მუშაობს ტრანსპორტი და რა პირობებში მგზავრობენ ადგილობრივები – ამას ქალაქის თვითმმართველობისგან ნაკლები ყურადღება ექცევა.