საზოგადოება
"აუტიზმი და საზოგადოება" – თემაზე ახალციხეში დისკუსია მოეწყო
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თემაზე "აუტიზმი და საზოგადოება" შეხვედრა გაიმართა. "მწვანე სახლის" ახალციხის ფილიალის დირექტორმა აუდიტორიას აუტიზმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ბერნარ რიშარის ფილმი "ბავშვები მწვანე ვარდიდან" უჩვენა. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იყო აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან ურთიერთობის ახალი მეთოდი, რომელიც საქართვლოში ჯერ დანერგილი არ არის.

ელისო თათეშვილის თქმით, მოწვეულ სტუმრებთან ერთად განიხილეს საკითხები, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

შეხვედრას, რომელსაც ორგანიზება ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა გაუწია, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

| Print |