საზოგადოება
ახალციხის მერიის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 15 მარტს სრულდება
ქალაქ ახალციხის მერია საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ვაკანტურია შემდეგი პოზიციები:

  • სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებში,
  • უფროსი სპეციალისტი მშენებლობის ზედამხედველობის საკითხებში,
  • მთავარი სპეციალისტი არქიტექტურის საკითხებში,
  • მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში,
  • მთავარი სპეციალისტი საქმისწარმოებისა და კადრების საკითხებში,
  • მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში,
  • მთავარი სპეციალისტი მონიტორინგის, შიდა კონტროლის საკითხებში,
  • სივრცითი მოწყობის და არქიტექტურის განყოფილების უფროსი,
  • შესყიდვების განყოფილების უფროსი,
  • ეკონომიკის დაგეგმვის, სტატისტიკისა და მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილების უფროსი,
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი,
  • მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი,
  • ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსი.

მსურველებმა განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ–გვერდზე (www.hr.gov.ge) უნდა შეავსონ. საბუთების მიღება 15 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.

კონკურსი ორი ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე განაცხადების გადარჩევა მოხდება. მომდევნო ეტაპზე ის კონკურსანტები გადავლენ, რომლებიც განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. საბოლოოდ საჯარო მოხელეები გასაუბრებით შეირჩევიან.

საკონკურსო-საატესტაციო კომისიას ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე ხელმძღვანელობს.



| Print |