საზოგადოება
სინოპტიკოსები საქართველოში, 19 მარტამდე წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები 19 მარტამდე წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება 13 მარტს დასავლეთ საქართველოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსი იქნება.

14 - 19 მარტს გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და +9, +14 გრადუსი იქნება.
| Print |